Laconistiq
ლაკონისტიკის არის ალუმინის პროფილების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც შთაგონებულია მინიმალიზმით.
ლაკონისტიკი არის იტალიური ტექნოლოგიებით შექმნილ, იდეალურად დაბალანსებულ პროფილების მწარმოებელი კომპანია. პროდუქციისა და სერვისის ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტულია პროექტის ნებისმიერ ეტაპზე.
ლაკონისტიკი შტაგონებულია მინიმალიზმისგან და ოპ-არტისგან — ხელოვნების მიმართულებისგან, სადაც გეომეტრიული ფორმების მეშვეობით იქმნება ოპტიკური ილუზიები. სწორი ხაზები, მკაცრი ფორმები და ლაკონურობა — ყველაფერი, რაც მინიმალიზმს უკავშირდება, ჩვენ განვახორციელეთ მიკროპლინტუსში, მიკრო-L პროფილში და დაფარულ პერიმეტრულ პროფილებში.
ოპტიკური ილუზიების შექმნა შესაძლებელია ჩრდილოვანი პერიმეტრული პროფილებისა და ჩრდილოვანი დეკორატიული საყრდენე პროფილების საშუალებით, რომლებიც ვიზუალურად ზრდიან კედლის მოცულობას და ხაზს უსვამენ სივრცის გეომეტრიას.
ბრენდის პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის ალუმინის ნედლეულისგან (ISO 209:2007: 6060) უახლეს დანადგარებზე, იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით. თითოეული დეტალი ზუსტად არის გათვლილი და დაბალანსებული, მონტაჟის პროცესის მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით. ყველა ალუმინის პროფილი წინასწარ გადის თერმულ დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სიმტკიცესა და გამძლეობას. საბოლოოდ საფარი ანტივანდალურია. პროფილები აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტს .

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
თანხლება პროექტიდან რეალიზაციამდე
გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას — ტექნიკურ ნახაზებსა და 3D მოდელებს, მონტაჟის ვიდეოინსტრუქციებს და პროფესიონალურ კონსულტაციებს პროექტის ყველა ეტაპზე.